არჩევნები 2016

ოცნება ინციდენტზე: მოსახლეობამ ენმ-ის კანდიდატს ღობეებზე პლაკატები არ გააკვრევინა

41.ge

გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) კანდიდატ ბადრი ბასიშვილის სოფელ ფლავისმანში 30-მდე პირი დაუპირისპირდა. პარტიაში ამბობენ, რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების "ზონდერ" ჯგუფის წევრები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით ქართული ოცნება რაიმე კავშირის არსებობას უარყოფს, პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბასიშვილი ფლავისმანში ღობეებზე ენმ-ის პლაკატებს აკრავდა რისი საშუალებაც მას მოსახლეობამ არ მისცა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც სოფელ ფლავისმანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩასულ გორის მაჟორიტარ კანდიდატს ბადრი ბასიშვილს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი წანასაარჩევნო პლაკატებს საცხოვრებელი სახლების ღობეებზე აკრავდა, რისი საშუალებაც მას მოსახლეობამ არ მისცა. ადგილობრივებმა ბადრი ბასიშვილისთვის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის პოლიტიკური სააგიტაციო მასალა იყოს გაკრული. მომხდარზე მოკვლევას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ,რომ "ქართული ოცნების" პოზიცია არის მყარი და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში . "ქართული ოცნება" სრულად იღებს პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია,რომ დღეს საქართველოში უზრუნველყოფილია თავისუფალი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის."- წერია პარტიის განცხადებაში.

"ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს და მის ჯგუფს, რომლებიც სოფელ ფლავისმანში მივიდნენ, დაახვედრა ზონდერები - მოჭიდავეები და სპორტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში და სწორედ მას აქვს დავალებული ამ ზონის კონტროლი, მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით. დაახლოებით 30 ადამიანი ცდილობდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და მისი მომხრეები არ შეეშვა სოფელში. ადგილი ქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, სიტყვიერ შეურაცხყოფას", - ამბობს ირმა ნადირაშვილი. 

ნადირაშვილის თქმითვე, მაშინ როდესაც ხელისუფლება პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს და არჩევნების ცივილიზებულად ჩატარებისკენ მოუწოდებს, „მეორეს მხრივ, იქცევა სრულიად ველურად".

კომენტარები