არჩევნები 2016

ენმ ქართულ ოცნებას სიცრუეში ამხელს: დღევანდელი ინციდენტის მონაწილეთა სია

0 კომენტარი
ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა ვინაობა დაადგინა. როგორც ირკვევა ინციდენტში მონაწილეობა სოფლის რწმუნებულმა, ქართული ოცნების კოორდინატორმა და საარჩევნო უბნის თავმჯდომარემაც მიიღო. ქართულმა ოცნებამ კი გავრცელებული განცხადებით მისი წევრთა მონაწილეობა ინციდენტში გამორიცხა და მას ენმ-ის სიცრუე უწოდა. 

"ვახტანგ გიუნაშვილი, 42-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ამირან აზალაძე სოფელ ფლავისმანში, ქართული ოცნების კოორდინატორი. კახა მიდელაშვილი სოფელ ფლავისმანის მკვიდრი, მისი ძმა საბავშვო ბაღის გამგეა. მალხაზ მეტრეველი, სოფელ ტყვიავის რწმუნებული, სწორედ ეს მალხაზ მეტრეველი ხელმძღვანელობდა იმ ზონდერების ჯგუფს, რომელიც სოფელში საარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის მიზნით იყო ჩასული, ჯგუფი რწმუნებულის მანქანით გადაადგილდებოდა. ასევე, სოფელ ფლავისმანის მკვიდრი ქართული ოცნების კოორდინატორი არჩილ ლაფაჩი ისიც დღევანდელი ინციდენტის მონაწილეა",- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი. 

ინციდენტში მონაწილეთა ფოტოები:

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები