ცენზურა

რუსეთმა Pornhub-ი და YouPorn-ი დაბლოკა

newsweek.com

რუსულმა სახელმწიფო ინტერნეტ ცენზორმა Roskomnadzor-მა ქვეყანაში პორნო საიტები, Pornhub-ი და YouPorn-ი დაბლოკა. ცენზორი მოსახლეობას მოუწოდებს "პორნოგრაფიის ყურების ნაცვლად რეალური პარტნიორები გაიჩინონ."

Pornhub-სა და YouPorn-ზე შესულ მომხმარებლებს Roskomnadzor-ის წარწერა ხვდებათ, სადაც წერია, რომ საიტებზე წვდომა სახელმწიფო რეგულატორმა აკრძალა.

რუსეთმა სხვა 11 პორნო საიტი 2015 წელსაც აკრძალა, მაშინ Roskomnadzor აცხადებდა, რომ "საიტებზე არსებული ინფორმაცია მოზარდი თაობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებდა."

Roskomnadzor-ის გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილების ფართო განმარტებას ეფუძნება. რუსეთში პორნოგრაფია კანონით აკრძალული არაა, აკრძალულია მისი უკანონო წარმოება, გავრცელება და რეკლამირება. 

Roskomnadzor-ს საერთო ჯამში ქვეყანაში დაახლოებით ათასი საიტის დაბლოკვის გამოცდილება აქვს. BBC-ის ცნობით, ცენზორმა ერთხელ კონკრეტული სტატიის გამო ქვეყანაში მთელი Wikipedia დაბლოკა. 

კომენტარები