რეკრეაციული ზონა

ლისის ტბის გარშემო საველოსიპედო ბილიკი მოეწყო

facebook.com/CityHallofTbilisi

18 აგვისტოს ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკი გაიხსნა. მერიის პროექტის მიხედვით, ბილიკი ტბის რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი სტატუსის ზრდას ხელს შეუწყობს. 

ტბის გარშემო წრიული ბილიკის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის მიმდებარე გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა.საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით ერთი მილიონი ლარი შეადგინა. 


ფოტო: facebook.com/CityHallofTbilisi


ფოტო: facebook.com/CityHallofTbilisi

კომენტარები