კოდორის სპეცოპერაცია

კოდორის სპეცოპერაციის ხუთი მონაწილე 2014 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

რუსთავი 2

2007 წლის სექტემბერში კოდორის ხეობაში ქართულმა სპეცრაზმმა რუსი დივერსანტები გაანადგურეს. მაშინ მომხდარს რუსეთის მხრიდან მკვეთრი რეაქცია და მუქარა მოჰყვა. მომხდარიდან ხუთი წლის შემდეგ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ქართველი სპეცრაზმელები პროკურატურაში დაკითხვებზე დაიბარეს, 2014 წელს კი ხუთი სპეცრაზმელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი სპეცრაზმელების სია:

  • ალექსანდრე დანელია - დაიღუპა 2014 წელს, ოფიციალური მიზეზი თვითმკვლელობა
  • სერგო უბილავა - დაიღუპა 2014 წელს საპატიმრო დაწესებულებაში, ოფიციალური მიზეზი ღვიძლის ციროზი
  • შალვა თათუხაშცილი - დაიღუპა 2014 წელს, ოფიციალური მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • ივანე ივანიძე - დაიღუპა 2014 წელს, ოფიციალური მიზეზი ავტოკატასტროფა
  • ზვიად ლაგვილავა - დაიღუპა 2014 წელს, ოფიციალური მიზეზი უბედური შემთხვევა

სპეცრაზმელი დიმიტრი კორძაძე კი 2010 წელს ბათუმში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა, მაშინ ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ მათ კორძაძის მოკვლის დავალება რუსული მხარისგან მიიღეს.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან ერთ-ერთი დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო ივანიძის ძმა ყვება, რომ სპეცრაზმელების დაღუპვის საქმეში ქართულ საიდუმლო სამსახურებთან ერთად რუსული მხარე ფიგურირებს. ივანიძე უკვე მოერე წელია პოლიტიკური დევნილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთის დავალებებს ასრულებს და კოდორი 2007-ის მონაწილე სპეცრაზმელებს იშორებს.

ივანიძის თქმით, მისი ძმა პროკურატურაში დაკითხვაზე 2014 წელს დაიბარეს. დავით ივანიძის თქმით, უწყებიდან დაბრუნებული ივანე ივანიძე იხსენებდა, რომ დაკითხვაზე პროკურორები დავალებებს რუსი ეროვნების პირებისგან იღებდნენ. დავით ივანიძე ასევე ამბობს, რომ დაკითხვა მისმა ძმამ სიგარეტის კოლოფში ჩამონტაჟებული მოსასმენი ხელსაწყოთი ჩაიწერა, რის გადაცემასაც ჟურნალისტ რუსუდან მჭედლიძესთვის გეგმავდა. 

2014 წლის აპრილში იმ დღეს როდესაც ივანიძე მისი დაკითხვის აუდიოჩანაწერის მედიისთვის ჩვენებას გეგმავდა იგი ავტოავარიაში მოჰყვა. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ მისი ძმის ავტომობილის წინა კარებზე ტყვიის კვალი ჩანდა, თუმცა ეს გარემოება ერთადერთ მოწმესთან ერთად სასამართლოს ჩანაწერებიდან გაქრა. ტყვიის კვალი გამოძიების მიერ გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს, თუმცა მისთვის გამოძიებას ყურადღება არ მიუქცევია.


ფოტო: რუსთავი 2

ოფიციალური ვერსიით ივანიძე ავარიის შედეგად სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო დაიღუპა. დავით ივანიძე ძმის საქმის გამოძიებას და საქმიდან გამქრალი საეჭვო გარემოებების დაბრუნებას ითხოვდა. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამ მოთხოვნების გამო ის უცნობმა პირებმა სცემეს და გააფრთხილეს, რომ მისი ძმის საქმისთვის თავი დაენებებინა. რის შემდეგაც მან ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კოდორი 2007-ის კიდევ ერთი მონაწილის, შალვა თათუხაშვილის მამაც ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლულია. ოფიციალური ვერსიით ის სუნთქვის მწვავე უკმარისობთ დაიღუპა. გენერალი თათუხაშვილი ამბობს, რომ ევქსივე სპეცრაზმელი, ვინც სხვდასხვა დროს გაურკევევლ ვითარებაში დაიღუპა, მოკლულია. 

მთავარ პროკურატურაში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ კოდორის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მათ საქმე აღძრული არ აქვთ, შესაბამისად არცერთი სპეცრაზმელი მათ არ დაუკითხავთ.

კომენტარები