კრიმინალი

ბაგრატის ტაძრის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Getty Images

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. უწყებისვე ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებული ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები