ავსტრია

საქართველოში ავსტრიის საელჩო იხსნება

bka.gv.at

2016 წლის 22 სექტემბერს თბილისში ავსტრიის საელჩო გაიხსნება. მისიის ხელმძღვანელი იქნება ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს საქართველო-ავსტრიის ურთიერთობათა დაახლოებას.

"როგორც ევროკავშირის ინიციატივის "აღმოსავლეთ პარტნიორობა" წამყვანი პარტნიორი, საქართველო ავსტრიის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყნად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამასთანავე, საქართველო კვლავ რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყნად. გახსნის ცერემონია გაიმართება 2016 წ. 22 სექტემბერს 10სთ-ზე", - წერია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები