ქურდობა

ტყიბულის საკრებულოში "ოცნების" წევრი მისი სახლის გაქურდვას უარყოფს, შსს ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბონდო კუბლაშვილის სახლი გაქურდეს. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა, ინტერპრესნიუსის ცნობით, კუბლაშვილი მისი სახლის გაქურდვის ფაქტს უარყოფს. კუბლაშვილი საკრებულოში ქართულ ოცნებას წარმოადგენს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 1-დან 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები