აშშ

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Getty Images

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შარლოტში მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დემონსტრანტები სამართალდამცველების მიერ აფროამერიკელი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის მეირ დაჭრილი, 43 წლის კიტ ლამონტ სკოტი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა დაღუპულის ნათესავები ამას კატეგორიულად უარყოფენ.

შარლოტში ამჟამად ეროვნული გვარდია და საგზაო პოლიციის დამატებითი დანაყოფები არიან მობილიზებულები. საპროტესტო აქციაზე არეულობის შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა, აქციის მონაწილეთა დასარბევად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. გარდა ამისა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე არეულობის დროს მძიმედ დაიჭრა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები