არჩევნები 2016

ვაშაძე: ყველამ კარგად იცის, რომ უკანონო ჩანაწერების უკან სუს-ი დგას

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ეუთოს სადამკვირვებლო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართეს და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრებზე იმ დარღვევებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებიც ოპოზიციის თქმით, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებობს.

ბლოკ პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, საუბრის თემა უკანონო ჩანაწერებსაც შეეხება.

"მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, საარჩევნო გარემოა. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ უკანონო ჩანაწერები სატელეფონო საუბრის, პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით და ამ თემაზე გვექნება კონკრეტულად გამახვილებული ყურადღება, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გამოძიება და რეალურად, ყველამ კარგად იცის, რომ ამის უკან დგას სუს-ი და ამაზეც გვექნება გამახვილებული ყურადღება, თუ გამოძიება საწინააღმდეგოს არ დაგვიმტკიცებს", - განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები