არჩევნები 2016

თავდემები ამომრჩეველს ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან

თავისუფალი დემოკრატები ამომრჩეველს ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ჰპირდებიან - ამის შესახებ მათ საარჩევნო პროგრამაში წერია.

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო პროგრამა პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

თავისუფალი დემოკრატების პროგრამაში ნათქვამია, რომ მოხდება :

1. ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია); 2. ნარკოტიკების გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება. 3. ერთჯერადი მოხმარების მინიმალური, ადეკვატური დოზის განსაზღვრა, ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა-შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დეფერენცირება.ნარკოდამოკიდებულთათვის ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მკურნალობის რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა; პროგრამების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა, სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით

თავისუფალი დემოკრატები მთავარ პრიორიტეტად სიღარიბის დაძლევას და სოციალური პოლიტიკის გააქტიურებას ასახელებენ.

"ზუსტად ვიცით, როგორ ველაპარაკოთ რუსებს. ჩვენ გვაქვს გააზრებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც რეალურად შეძლებს ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, რეალურად დაეხმაროს ისეთ სოციალურ ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს", - განაცხადა ალასანიამ.

  

კომენტარები