საკონსტიტუციო სასამართლო

უგულავასა და კაბელების საქმის განხილვა დასრულდა, მხარეები განაჩენს ელიან

საკონსტიტუციო სასამართლო

გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის განხილვა დასრულდა. მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას ელიან, თუმცა, რადგანაც განაჩენის მიღების ვადებს კანონმდებლობა არ ზღუდავს, ცნობილი არ არის, თუ როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი.

გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთი მოსამართლის აცილების მოთხოვნა არ მიიღეს.

უგულავას საქმეზე სულ 5 მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, აქედან 2 მოსამართლის აცილება მოსარჩელე მხარემ მოითხოვა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მერაბ ტურავა და ოთარ სიჭინავა პროცესების გაჭიანურებით იყვნენ დაინტერესებულები.

სარჩელების შესაძლო შეცვლაზე არსებული საეჭვო გარემოების არგუმენტით მოსამართლეების - კოპალეიშვილისა და ვარძელაშვილის აცილება მოითხოვა პარლამენტის იურისტმა, თუმცა პლენუმმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პლენუმმა ასევე უარი უთხრა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს თვითაცილების შუამდგომლობაზე. ფაფიაშვილმა თვითაცილება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ხელისუფლება მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის განხილვა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. პროცესი 16:00-ზე იყო ჩანიშნული

 

კომენტარები