თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად გია შარვაშიძე აირჩია

N. Alavidze / agenda.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე გახდა. შარვაშიძე აკადემიურის საბჭოს წევრებმა 21 ხმით აირჩიეს. 6 ხმა გია ბარამიძეს ერგო, ხოლო 5 - ცირა ბარამიძეს. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ოთხი ხმა გაბათილდა.

არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო. კენჭისყრაში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 36-ვე წევრმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის არჩევნებში მონაწილეობას აპროტესტებდა სტუდენტების ნაწილი. მათი თქმით, გია შარვაშიძის კანდიდატურას ხელისუფლება ლობირებს და მისი გამარჯვებით უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს. 

ამ დრომდე თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებდა. ის მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

კომენტარები