ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან

გოცირიძე: ამ ფორუმებზე ბიზნესმენები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ 2 ფორუმს ესწრებოდა, თუმცა ვინაიდან იქ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა.

„სანამ ექსპერტის სტატუსი მქონდა 2 ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა. ამ ფორუმებზე არცერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ. ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა. ამბობენ რომ მე-7 ფორუმია, სინამდვილეში კი მე-5 ფორუმია, საიდანაც ორს ვესწრებოდი კიდეც.“ 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, "ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები", - ამ სახელწოდების ფორუმის ფარგლებში დღეს ბიზნესმენებს შეხვდა. ივანიშვილის თქმით, ძალიან ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს რომ აკრიტიკოს ეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლების და ამ ფორუმებს თავს არიდებს.

კომენტარები