2016 წლის არჩევნები

გოცირიძე: ოცნების საარჩევნო პროგრამა არარეალისტურია და ცრუ დაპირებებით სავსე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: „ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამების შედარებითი ანალიზი“. რომან გოცირიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა არის არარეალისტური დოკუმენტი და გაჯერებულია ცრუ დაპირებებით.

„პროგრამით, ქვეყნის ფინანსური რესურსები სათანადოდ არაა შეფასებული, რის გამოც იგი დეკლარირებული სურვილების ერთობლიობაა და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. მასში გათვალიწინებული ღონისძიებები იმდენად ძვირია, რომ არა თუ ოთხი წლის , არამედ ორი ათეული წლის შემოსავლებიც ვერ გასწვდება მის ხორცშესხმას, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიზანშეწონილებაზე. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ამ ოკუმენტიდან ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას არის მოწყვეტილი და ვერ გახდება ქვეყნის განვითარების საფუძველი.“ - ამბობს გოცირიძე.

რომან გოცირიძე იმის შესახებაც საუბრობს თუ რას არ პირდება ქართული ოცნება მოსახლეობას. გოცირიძის თქმით, ოცნება ამომრჩეველს არ პირდება პენსიების ზრდას, გადასახადების შემცირებას, ბიზნესზე სახელმწიფო ადმინიტრაციული წნეხის შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას,  ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას, მასწავლებელთა ხელფასების სწრაფ ზრდას, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების რეალური მექანიზმების ამოქმედებას, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას.

კომენტარები