საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ექსპორტი 2011 წლის დონემდე შემცირდა

independent.co.uk

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველი რვა თვის მანძილზე საქართველოს ექსპორტმა $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მინიმუმს წარმოადგენს. ექსპორტის რვა თვის მონაცემებით, ათი უმსხვლესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია, მათ შორისაა, ავტომობილები (-17%), მედიკამენტები (-23%), მინერალური წყლები (-8%) და სხვა პროდუქტები.

საქსტატის მონაცემებით ექსპორტი მაქსიმალური 2014 წელს ლარის გაუფასურებამდე იყო. 2014 წელს რვა თვის ექსპორტი $1.9 მილიარდს შეადგენდა. 2015 წელს 23%-ით შემცირდა, წელს კი -დამატებით 10%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

ექსპორტის შემცირებასთან ერთად რეალური იმპორტის მაჩვენებლებიც შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, გრანტით მიღებული C ჰეპატიტის მედიკამენტების გამოკლებით საქართველოს იმპორტი იანვარ-აგვისტოს შუალედში 8%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, რის გამოც მოსახლეობა ახლა უფრო ნაკლები მოცულობის იმპორტულ პროდუქტს ყიდულობს.

კომენტარები