კრიმინალი

გურიაში 60 წლის მამაკაცი აწამეს

Getty Images

ჩოხატაურში, სოფელ ზომლეთში 60 წლის მამაკაცი აწამეს. როგორც დაზარალებული ამბობს, მის სახლში 2 თავდამსხმელი ფულის მოთხოვნის მიზნით იარაღით შეიჭრა. დაზარალებულისვე თქმით, მას 2 საათის განმავლობაში აწამებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები