ხულიგნობა

პოლიციამ ნაციონალისტური ჯგუფების მსვლელობის 11 მონაწილე დააკავა

ლუკა პერტაია / ნეტგაზეთი

პოლიციამ ნაციონალისტური ჯგუფების მიერ გამართული მსვლელობის მონაწილე 11 პირი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს, თბილისში სოხუმის დაცემის დღის თარიღთან დაკავშირებით ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მსვლელობა გამართეს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების, ქართული ძალის, ბერგმანისა და სხვათა წევრები.  

მსვლელობის მონაწილეები აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. ასევე ყვიროდნენ ლოზუნგებს "ქართველები საქართველოსთვის" და სხვა. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა მსვლელობის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც პოლიციასა და ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში ისროდნენ და წარწერებსა და ბანერებს აზიანებდნენ.

კომენტარები