მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

ჰოლანდიური გამოძიება: MH17 რუსეთიდან შემოტანილი, რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს

AFP

ჰოლანდიურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა პრორუსი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ესროლეს.

გამოძიების მიხედვით, რაკეტა "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იყო ნასროლი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს.

რუსული მხარე ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის აპრილში უკრაინის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების მთავარი მოწმე-ექსპერტის ალექსანდრ რუვინის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. რუვინზე თავდასხმა 2015 წლის ოქტომბერში ჰოლანდიის საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მოჰყვა, რომელშიც ასევე რუსული მხარის ბრალეულობა იკვეთებოდა.

Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდებას 298 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურამდე ასრულებდა რეისს.

კომენტარები