არჩევნები 2016

ვოლსკი: ნიკანდრო მელიას განცხადება, რომ ის მოდის და ივანიშვილი გარბის, სასაცილოა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას აპირებს, გია ვოლსკი ტაბულასთან საუბარში "სისულელეს" უწოდებს.

"აქ უფრო პრიმიტიულად არის საქმე. ნიკანდრო მელია ამბობს, რომ ნიკანდრო მოდის და ბიძინა გარბის. ეს არის მთელი აზრი. იმდენად ისტერიკაში არიან, რეალურად პასუხი ვერ მოიფიქრეს ამის გარდა, ვიდრე ეს სისულელე. სურთ, რაც შეიძლება, მეტი შეკითხვები დაისვას ამ საკითხზე და ამ თემის განხილვაზე გადავერთოთ. ნამდვილად არ ვაპირებ", - ამბობს ვოლსკი.

კითხვაზე, თეორიულადაც არ არის შანსი, რომ არჩევნები წააგოთ? - ვოლსკი ამბობს: "გამორიცხულია, რომ არჩევნები წავაგოთ. საზოგადოების განწყობა არის აბსოლუტურად სხვანაირი და ვინც ამას ამბობს, რეალობას მოწყვეტილია. გარდა ამისა, ეს რაღაც უნიათო განცხადებები, რომელსაც ნიკანდრო მელია ავრცელებს, რომ იგი მოდის და ბიძინა ივანიშვილი გარბის, სასაცილო განცხადებაა".

კომენტარები