არჩევნები 2016

ბურჭულაძემ ცესკოს საარჩევნო სიიდან გირჩის 5 წევრის ამორიცხვის მოთხოვნით მიმართა

ცესკო

საარჩევნო ბლოკმა "სახელმწიფო ხალხისთვის" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიიდან გირჩის ხუთი წევრის ამორიცხვის მოთხოვნით მიმართა. პაატა ბურჭულაძე პარტიული სიიდან ზურაბ ჯაფარიძის, ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას, გიორგი მელაძის და ნინო დარსაველიძის ამორიცხვას ითხოვს. 

ცნობისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი გუშინ პაატა ბურჭულაძის ბლოკს "სახელმწიფო ხალხისთვის" გამოეყო. ბურჭულაძის განცხადებით, საპარლამენტო სიიდან გირჩის წევრების ამოღების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან შეიტყო, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით კი, პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა, რის გამოც, გირჩმა ბლოკი დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მას ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. 

კომენტარები