ენერგეტიკა

ჩინური კომპანია TCC გარდაბანში 240-მეგავატიანი თბოსადგურის აშენებას გეგმავს

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგური
gogc.ge

ჩინური სახელმწიფო კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. სადგურის სიმძლავრე 240 მეგავატი იქნება და მას ჩინური მხარე დააფინანსებს.

TCC-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის თბოსადგურის მშენებლობისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. პროექტის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი.

TCC-მა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში წარმომადგენლობის გახსნასაც გეგმავს.

პროექტი საქართველოში მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგური იქნება. პირველი სადგური გასულ წელს გარდაბანში გაიხსნა და ის გაზისა და ნავთობის კორპორაციის მფლობელობაშია. თბოსადგურმა 2016 წლის პირველ ნახევარში 86 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა.

კომენტარები