არჩევნები 2016

ენმ: 5 ოქტომბერს ვარდების მოედანზე მრავალათასიან აქციას ვგეგმავთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 5 ოქტობერს 16 საათზე აქციას ვარდების მოედანზე გამართავს. ნიკა მელიას თქმით, ისინი მხარდამჭერებს ყველა რეგიონიდან ელოდებიან.

"ეს იქნება მრავალათასიანი აქცია, რომელიც მოიცავს, ვარდების მოედანს რუსთაველის გამზირს თავისუფლების მოედნის ჩათვლით. აქ უკლებლივ ყველა რეგიონიდან შეიკრიბებიან ჩვენი მხარდამჭერები და ადვილად შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი, თუ რამხელა აქცია გამოვა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მსგავსი ხალხმრავალი შეკრება არ გამართულა", - ამბობს მელია.

კომენტარები