სარკინიგზო კატასტროფა

სარკინიგზო კატასტროფა ნიუ ჯერსიში - დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

Twitter/BIG_POPPA_CHOP

აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენში სამგზავრო მატარებელი რკინიგზის სადგურზე პლატფორმას შეეჯახა. 

The New Jersey Transit ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ, დაშავებულთა მატარებლიდან გამოყვანას.

Reuters-ის ცნობით, სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა. 

The New Jersey Transit-ის განცხადებით, ავარიის გამო ჰობოკენის რკინიგზის სადგური დროებით მუშაობას შეწყვეტს.

კომენტარები