კრიმინალი

შსს: ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ლიბერთი ბანკის გლდანის ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ვ.ი დააკავეს.

"შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერებას შეეცადნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია", - წერია შსს-ს გაცხადებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ დღეს დადიანზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალიც დააყაჩაღეს.

კომენტარები