იარაღის უკანონო შენახვა

კალაძე: ყოველთვის იყო საუბარი, რომ სამეგრელოში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ

კახა კალაძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საბრძოლო მასალების სამალავის აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, თუ საბრძოლო მასალების სამალავებსა და ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციას შორის რაიმე კავშირი არსებობს, გამოძიება დაადგენს.

"თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ სამეგრელოში იქნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ. ეს რამდენიმე წლის წინ იყო, ახლა გამახსენდა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მიდიოდა საუბარი. მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი გადამალული. დაველოდით გამოძიებას, თუ რაიმე თანხვედრა იქნება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაადგენს ყველაფერს", - ამბობს კალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიების მტკიცებით, საბრძოლო მასალა 2009-2011 წლების განმავლობაში ჩამარხეს.

კომენტარები