საკონსტიტუციო სასამართლო

დღეს საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს და სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

სამ მოსამართლეს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე თემურ ტუღუში, რომელიც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაამტკიცა, ჩაანაცვლებენ. მეოთხე მოსამართლეს მომდევნო მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

ახალი მოსამართლეები ფიცს 2 ოქტომბერს დადებენ.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა ისე ამოეწურა, რომ რუსთავი 2-ის, ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.

კომენტარები