მკვლელობა

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობისთვის 2000 წელს დაბადებული ლ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო "ტატოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში - 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობის მომენტში ქართული ოცნების კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც შსს ამბობს, შემთხვევა მოშორებით მოხდა, თუმცა, აფხაზეთის ხმა ავრცელებს ვიდეომტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც 15 წლის ბიჭი სცენიდან 40 მეტრში მოკლეს.

კომენტარები