რასობრივი დისკრიმინაცია

სასამართლომ ნაციონალისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა

0 კომენტარი
ფოტო: ლუკა პერტაია / ნეტგაზეთი

ახალგაზრდა ქართველი ნაციონალისტების სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანები მშობლების მეთვალყურეობის თავდებობით, ხოლო სრულწლოვანები 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ხულიგნობასა და რასობრივი დისკრიმინაციის მესამე ნაწილს ედავებოდა. უწყება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ცნობისათვის, 27 სექტემბერს, თბილისში სოხუმის დაცემის დღის თარიღთან დაკავშირებით ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მსვლელობა გამართეს.

მსვლელობის მონაწილეები აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. ასევე ყვიროდნენ ლოზუნგებს "ქართველები საქართველოსთვის" და სხვა. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა მსვლელობის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც პოლიციასა და ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

შსს-ის ცნობით, ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში ისროდნენ და წარწერებსა და ბანერებს აზიანებდნენ.

პოლიციამ ნაციონალისტური ჯგუფების მიერ გამართული მსვლელობის მონაწილე 11 პირი დააკავა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები