რომის პაპის ვიზიტი

რომის პაპი წმიდა წირვას აღასრულებს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი წმიდა წირვას აღასრულებს. წირვა 10 საათზე დაიწყო.

სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

თბილისში მყოფი რომის პაპი დღეს გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.
 

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები