არჩევნები 2016

ქუთაისის მერიასთან, ენმ ამომრჩეველს ხვდება

ენმ

ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამომრჩევლებს ხვდებიან. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ცვლილებას ელოდება და ამ ყველაფერს არჩევნები სჭირდება.

"ქუთაისი, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, ელოდება ცვლილებებს. ელოდება წინსვლას, პრობლემების მოგვარებას და ამ ყველაფერს სჭირდება არჩევნები და სწორი არჩევანის გაკეთება. დარწმუნებული ვარ,რომ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს. ჩვენი გეგმა არის ეს, წყნარად დემოკრატიულად მივიდეთ არჩევნამდე და არჩევნების გზით წერტილი დავუსვათ უნიათობას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქუთაისის მერიასთან შეკრებილებს სიტყვით სანდრა რულოვსმაც მიმართა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მიმართ განსაკუთრებით იგრძნობა.

"ჩვენ მეტი ხალხი გვიდგება ყოველდღიურად გვერდით და ვგრძნობთ, რომ გამარჯვება გვიახლოვდება. ჩვენ არანაირ პროვოკაციაზე წამსვლელები არ ვართ. ჩვენ სუფთა ხელებით მოვდივართ", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები