არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ჩვენს პარტიაზე მიდის ზეწოლა, ყველა ფინანსური გზა გადაგვიკეტეს

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მის პარტიაზე მიმდინარე ზეწოლაზე ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, მისი პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, მთავრობისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.

"უარს ვაცხადებთ, ვიყოთ ვინმეს მარიონეტები. ჩვენ არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების სატელიტები არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის. ჩვენზე მიდის ზეწოლა, ყველა ფინანსური გზა გადაგვიკეტეს, ჩვენ არ ვაწყობთ არავის, ჩვენ წინააღმდეგ არის ყველა, გარდა ქართელი ხალხისა," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგნლების ცნობით, დღეს ქუთაისში მათი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. ამის გარდა, პარტიის ლაგოდეხის მაჟორიტარ კანდიდატს რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

კომენტარები