რომის პაპის ვიზიტი საქართველოში

რომის პაპის ვიზიტი დასრულდა, კათოლიკე ეკლესიის მეთაური აზერბაიჯანში გაემგზავრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს.

რომის პაპი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პატრიარქს, პრემიერმინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმიდა წირვა აღასრულა. ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.

კომენტარები