საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ზაზა თავაძე შეასრულებს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. სამი ახალი მოსამართლის მიერ ფიცის დადების შემდეგ კი, დღის წესრიგში დადგება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩევლის გიორგი ლომთაძის თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. პროცედურულად, თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას პლენუმის სამი წევრის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო მოსამართლედ დამტკიცებას - მინიმუმ ხუთი მოსამართლის თანხმობა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დღეიდან 8 მოსამართლე ეყოლება, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. გიორგი ლომთაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი 8 მოსამართლის ხმა თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები