თურქეთი

თურქეთის პოლიციამ ფეთულა გიულენის ძმა დააკავა

AFP

თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში თურქი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის ძმა ქუთბეთინ გიულენი მისი ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავა. სპეცოპერაცია იზმირის პროვინციაში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს და აშშ-ს მის ექსტრადირებას სთხოვს.

გარდა ამისა, სამთავრობო მედია Anadolu-ს ცნობით, თურქეთის მთავრობა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, მოსალოდნელი გადატრიალების მეორე მცდელობის შესახებ. ქვეყნის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ხმების გავრცეალბაშიც ბრალს ფეთულა გიულენს სდებს. მისი თქმით, გიულენის ორგანიზაცია ხმებს საზოგადოების შეშაშფოთებლად ავრცელებს და ხელისუფლება იღებს ყველა საჭირო ზომას, ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად.

კომენტარები