არჩევნები 2016

MDF: ქართულმა ოცნებამ TV იმედზე 1 მლნ ლარის პოლიტიკური რეკლამა განათავსა

0 კომენტარი

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია იმედში ერთი მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შეისყიდა. MDF-მა კვლევა 8 ივნისი - 30 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო სუბიექტებმა ყველაზე დიდი ,თანხა (2 164 091 ლარი) სატელევიზო რეკლამაზე მიმართეს.

MDF-ის ცნობით, ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდი სარეკლამო დრო - 1 000 000 ლარის ღირებულების (46%) ტელეკომპანია იმედში შეისყიდა, სხვა არხებზე კი, ფასიანი რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია. ამასთან ყველაზე მეტი საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება ქართულმა ოცნებამ პალიტრა მედიის ჰოლდინგში შემავალ ონლაინ (221 479 ლარი) და ბეჭდვითი (73 955 ლარი) გამოცემებისგან იყიდა. 

სატელევიზიო რეკლამის მხრივ, მეორე ადგილზეა - სახელმწიფო ხალხისთვის, რომელმაც პოლიტიკური რეკლამა რუსთავი ორზე (283 965), იმედსა (134 907) და მაესტროზე (33 160) განათავსა. ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამა მხოლოდ რუსთავი ორსა (215 000) და რეგიონულ ტელევიზიებში (3 707 ლარი) იყიდა. 

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, 8 ივნისი - 30 აგვისტოს პერიოდში საარჩევნო კამპანიაზე ჯამში 8 813 597 ლარი დაიხარჯა. აქედან 78% ქართულ ოცნებაზე მოდის (6 914 179 ლარი). საარჩევნო კამპანიაზე მმართველ გუნდზე 13-ჯერ ნაკლები (523 700 ლარი) დახარჯა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მას მოსდევს პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის - 489 719 ლარი და პატრიოტთა ალიანსი - 433 332 ლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები