არჩევნები 2016

MDF: ონლაინ მედიაში გადარიცხული თანხების 98% ქართულმა ოცნებამ დახარჯა

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, ონლაინ რეკლამაზე საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 1 336 232 ლარი დახარჯეს. MDF-ის ცნობით, ონლაინ მედიაში გადარიცხული თანხების 98% (1 302 938 ლარი) ქართულ ოცნებაზე მოდის, ხოლო 2% შემდეგ საარჩევნო სუბიექტებზე ნაწილდება - პატრიოტთა ალიანსი (14 945 ლარი), სახელმწიფო ხალხითვის - (6 953 ლარი), დამოუკიდებელი კანდიდატები ირაკლი შიხიაშვილი (3 036) და ირაკლი პეტრიაშვილი (2 000), გირჩი - (2991 ლარი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - (2 147 ლარი), მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (1000 ლარი), ლეიბორისტული პარტია - 200 ლარი.

საარჩევნო სუბიექტებმა სარეკლამო მომსახურება 70%-მდე ონლაინ გამოცემასთან გააფორმეს. ყველაზე მეტი სარეკლამო მომსახურება ქართულმა ოცნებამ პალიტრა ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებში შეისყიდა (მათ შორის, სააგენტი IPN) 221 479 ლარი, მათ მოსდევს IPRESS - 45 000 ლარი, ინფო 9 (45 000), PIA და მასთან დაკავშირებული გამოცემები - 41 700 ლარი, ნეტგაზეთი - 35 101 ლარი, PRESA.GE და მასთან დაკავშირებული გამოცემები - 32 000, NEWPOSTS.GE (28 500), პირველი რადიო (25 235) , რეპორტიორი (23 580) ლარი, და კომერსანტი (22 464 ლარი).

მედიის განვითარების ფონდი წინასაარჩევნო მედიაგარემოს 8 ივნისი - 30 აგვისტოს შუალედში აკვირდებოდა.

კომენტარები