არჩევნები 2016

ენმ-მ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს, პარტიის ლიდერებმა თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრეს. ოპოზიციურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს და აქცენტს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე აკეთებს.

აქციის მონაწილეებს ვიდეო ტრანსლაციის საშუალებით სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

მოქალაქეებისადმი მიმართვების შემდეგ პარტიის ლიდერები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, მსვლელობით პარლამენტის ძველი შენობისკენ გაემართნენ. მშვიდობიანი აქცია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე, სპეცრაზმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უწყება კანონის თანახმად უზრუნველყოფს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას.

კომენტარები