გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

აპატურაი თარგამაძეზე: NATO შეშფოთებულია ამ ძალადობის გამო

ტაბულა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია ენმ-ის წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის გამო. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ფეისბუკზე წერს.

"NATO შეშფოთებულია ძალადობით, რაც საარჩევნო პროცესში მოხდა, ყველაზე ახალი მანქანის აფეთქებაა. საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში, მაღალი დემოკრატიული პრინციპებით უნდა ჩატარდეს", - წერს აპატურაი.

4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. ერთის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები