გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ტერაქტის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ენმ

ენმ-ის წევრ, დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებული გამვლელებიდან ერთი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

"მამაკაცის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება სხეულის დამწვრობა, მრავლობითი ჭრილობები", - ამბობს ექიმი.

დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.

4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები