გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს

გივი თარგამაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე დღეს, 18:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.

როგორც პარტიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, დაკითხვა აუცილებლად შედგება, თუმცა, შესაძლოა, გამომძიებელი თარგამაძის სახლში თავად მივიდეს, რადგან დეპუტატი თავს შეუძლოდ გრძნობს.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები