კრიმინალი

რ2: გურიაში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და სასტიკად აწამეს

Getty Images

გურიაში, სოფელ ნაგომარში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 

რ2-ის ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ 4-მა ნიღბიანმა პირმა ცოლ-ქმარი სასტიკად აწამა. მათივე თქმით, თავდამსხმელები სახლში ფულის მოთხოვნით შეიჭრნენ. ადგილობრივებისვე ინფორმაციით, მამაკაცს 12 ჭრილობა აქვს, ნაცემია ქალიც.

ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

კომენტარები