არჩევნები 2016

მელია: იგეგმება, რომ ენმ-ის წარმომადგენლები გადასატან ყუთებს გააყოლონ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, იგეგმება, რომ ხვალ საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გააყოლონ გადასატან ყუთებს იმისთვის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე არ იყვნენ გარკვეული დროის განმავლობაში. მელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რა დავალებას მიიღებენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ენმ-ის არცერთი წევრი საარჩევნო უბანს არ დატოვებს.

"გუშინ ვიხილეთ როგორ იგეგმება ოქმებზე ხელის არმოწერა და დღეს შევიტყვეთ, რომ დაგეგმილია, რომ კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან გააყოლონ გადასატან ყუთებს. ანუ გამოდის, რომ გეგმავენ, რომ დილის 9:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე კომისიის წევრები იყვნენ შტაბიდან გარეთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არცერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს. ქვეყნის მასშტაბით, 3 700-მდე საარჩევნო უბანზე ამავე რაოდენობის ჩვენი წევრი დარჩება უბანზე და არ გაჰყვება გადასატან ყუთს", - თქვა ნიკა მელიამ.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 8:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე.

კომენტარები