არჩევნები 2016

პენიტენციარულ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციარულ დაწესებულებებში ხვალ, 08:00 საათიდან გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, პენიტენციარულ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანზე ხმას მისცემენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან უშუალოდ პენიტენციარულ დაწესებულებაში. ამის გარდა, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით. სამინისტროს ცნობით, გადასატანი ყუთის მიმაგრება 11 საარჩევნო უბანზეა განსაზღვრული.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციარულ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციარულ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციარულ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 დაN6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) იხსნება.

კომენტარები