არჩევნები 2016

უსუფაშვილი: ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა უფრო მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/DavidUsupashviliOfficial

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა, დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა ხმა საბურთალოს მე-6 ოლქის #54 საარჩევნო უბანზე მისცეს.

დავით უსუფაშვილმა 2016 წლის საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ამომრჩეველს მეტი პოლიტიკური თავისუფლება აქვს.

"2016 წელს არჩევანია გასაკეთებლი უფრო იმის შესახებ, თუ რა გვინდა და ვინ გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა უფრო მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით, ამომრჩეველს აქვს მეტი საშუალება, რომ თავისი პირადი არჩევანი გააკეთოს მისი სამშობლოს მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება ყველას გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

თინა ხიდაშელის თქმით, მან ხმა მისცა ისეთ პარლამენტს, რომელიც დებატების შესაძლებლობას გააჩენს.

"ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც გააჩენს დებატების შესაძლებლობას, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, რომელშიც იქნებიან პროფესიონალები", - თქვა ხიდაშელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები