არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებასა და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერიმა პაატა ბურჭულაძემ ხმა თბილისში, 61-ე საარჩევნო უბანზე მისცა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის განვითარების ბედი წყდება. ბურჭულაძესთან ერთად ამავე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა მამუკა კაციტაძეც, მათ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდეს.

"მე ვფიქრობ, რომ დღეს იქნება დიდი აქტიურობა. მე გთხოვთ ყველას ვინც სახლებში ხართ - არ დაიზაროთ, დღეს წყდება ქვეყნის ბედი. ხვალ დილით უკვე გვიანი იქნება, ამიტომ დღეს გამოდით მომავალი 4 წელი არ გაიფუჭოთ და გქონდეთ ბედნიერი. ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას და ყველა გაჭირვებული ადამიანის ფეხზე დადგომას", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

კომენტარები