არჩევნები 2016

ზუგდიდში ენმ-ის ბანერების შეღებვაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბანერების შეღებვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო. ამის შესახებ ტაბულას უწყებაში უთხრეს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები