საარჩევნო ინციდენტი

ლიბერალი: გორის #82 უბნის შესასვლელთან ამომრჩევლების აღრიცხვა ხდება

ლიბერალი

ლიბერალი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღრიცხავენ ამომრჩევლებს გორის #82 უბნის შესასვლელთან.

ლიბერალის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ და რა აღრიცხვას ატარებდნენ, მათ უპასუხეს, რომ გორის #82 უბანზე პასუხისმგებელი პირები არიან და თავიანთ აღრიცხვას აკეთებენ. მათ არ ისურვეს იმის თქმა, თუ რომელი პარტიიდან არიან.

კომენტარები