საარჩევნო ინციდენტი

ცაგარეიშვილი: ბათუმის #69 უბნიდან ბიულეტენების გამოტანის მცდელობა იყო

გია ცაგარეიშვილი
თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ცაგარეიშვილმა იმ ახალი დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც თავისუფალი დემოკრატების წამომადგენლება ცენტრალურ შტაბს საარჩევნო უბნებიდან მიაწოდეს. ცაგარეიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ბილუეტენებში დაშვებულია შეცდომები, ასევე, ბათუმში ერთ-ერთი საარჩევნო უბანიდან ბიულეტენების გამოტანის მცდელობა იყო, რაც, ცაგარეიშვილის თქმითვე, "კარუსელის" დატრიალების საფრთხეს ქმნის.

''11:00 საათზე ლაგოდეხში (#26 ოლქში) , #2 უბანზე, სადაც გამგებელი ეწევა აგიტაციას, ასევე 11:00 საათზე კვლავ ლაგოდეხში (#26 ოლქში ) #5 უბანზე ჯემალ კუსიანი ეწევა აგიტაციას ოცნების სასარგებლოდ. 10:00 საათი - ლაგოდეხის (#26 ოლქში ) მე-9 უბანზე, სოფელ თელაში 5 მოქალაქე არ არის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული, რის შესახებაც საჩივარი უკვე დაწერილია.

სერიოზულ დარღვევაა ის, რომ 12: 30 საათზე, ლაგოდეხის რაიონში #15 ოლქის, მე-26 უბანში, სოფელ მაწიმში, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვივ ,თავისუფალი დემოკრატების კანდიდატის ვახტანგ მჭედლიძის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი.

10:00 – 11:00 საათი, #30-ე უბანზე რუსთავში (#30 ოლქი) ხმა მისცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით, პირადობის მოწმობის გარეშე.

10: 46 საათი - #8 უბანში ისანი (#9 ოლქი) საარჩევნო კაბინაში იპოვეს ბეჭედდაუსმელი ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ნომერი 14.

11:41 საათი გლდანში (#22 ოლქი), #86 უბანზე, აღმოჩენილია დარღვევა - გაცემულია ერთით მეტი პროპორციული ბიულეტენი. საფრთხეა "კარუსელის" დატრიალების.

ქობულეთში (#71 ოლქი) #10 უბანზე არის 2 შესასვლელი კარები და ერთი არ იყო დალუქული.

12: 30 საათი, ლაგოდეხის რაიონში #15 ოლქის, მე-26 უბანი, სოფელი მაწიმი, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვივ ვახტანგ მჭედლიძლის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი.

12:00 საათზე კენჭისყრა შეაჩერეს საბურთალოზე (# 5 ოქლი) # 6 უბანზე და ხმები გადათვალეს, რაც არის კენჭისყრის პროცედურების შეჩერება და წარმოადგენს კანონის გადაცდომას.

#38 ოლქის თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის ბიულეტენები აღმოჩნდა #26 ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო უბანზე #26.

#69 ბათუმის საარჩევნო უბანზე ჩვენი წარმომადგენლების მიერ აღკვეთილ იქნა ბიულეტენების გამოტანა უბნიდან, რაც მიუთითებს "კარუსელის" დატრიალების მცდელობაზე.

ხონში ოქლში #14 უბანზე 5-დან 2 ადამიანი არ აკეთებდა მარკირებას. დარღვევა აღმოიფხვრა.

ხელვაჩაურის 72# მაჟორიტარულ ოლქის # 30 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირევბელმა აღკვეთა მარკირებული ადამიანის შესვლა საარჩევნო უბანზე'', - თქვა გიორგი ცაგარეიშვილმა.

კომენტარები