არჩევნები 2016

Kutaisi Today: ქუთაისის ინციდენტს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ხელძღვანელობდა

Kutaisi Today

Kutaisi Today-ის ინფორმაციით, ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაუზიანეს აპარატურა, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი ჭიღვარია ხელძღვანელობდა, რომელიც ამავე დროს ქართული ოცნების შტაბიის უფროსია, ასევე საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი. მათთან ერთად ახალგაზრდების დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა კახაბერ აბზიანიძე, გოჩა ავალიანი, გიორგი სვანიძე და გია ჯინჭარაძე.

"არ ვმონაწილეობდი, იქ ვიყავი და გავანეიტრალე სიტუაცია. გამოცემები ბევრ არასწორ რამეს წერენ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. მე შევესწარი ინციდენტს. გოჩა ავალიანი უბანზე იყო შესული, გია ჯინჭარაძე ნდობის ჯგუფებში მუშაობდა", - უთხრა რ2-ს იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარები